Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ჯორჯიან მანგანეზი - სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, ჯორჯიან მანგანეზი პარალიზებულია
ambebi.ge
19 May 2017, 15:20
"ჯორჯიან მანგანეზში" შეყვანილი სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, "ჯორჯიან მანგანეზი" პარალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს.

"11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ჯორჯიან მანგანეზში" მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. სხვა და სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად ფუნქციონირებას.

ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის "ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის" წარმომადგენელი ესაუბრა შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.

"ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი" საჯაროდ გამოვხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი